უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს. რამდენიმე საათში იხსნება კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაც, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა მის უნგრელ კოლეგასთან - ვიქტორ ორბანთან.
ბუდაპეშტში ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.