ბიძინა ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქცია იგეგმება. ადგილზე რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულების თანამოაზრეები შეიკრიბებიან.
ქუთაისის სასამართლოს მათთვის 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ მხარდამჭერები თბილისში გამოემართნენ და აქციაზე ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან მისვლას გეგმავენ.
ბრალდებულების ახლობლები და ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მითითებით მიიღო.