მასწავლებლის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მისულმა პრემიერმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით კურიერის ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა უპასუხოდ დატოვა.
ღონისძიება დღეს თბილისის საკრებულოში აღინიშნა. საზეიმო მიღებას ასამდე მასწავლებელი ესწრებოდა.
პედაგოგებს, პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს და 8 მასწავლებელს, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს ასწავლიან - საჩუქრები გადაეცათ.