ჩინეთმა და საქართველომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების პროცედურები დაასრულეს. 28 მაისიდან ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში გამარტივებული პროცედურევით შეძლებენ მიმოსვლას. ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი ცერემონიალი გაიმართა.
"საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა დღეს ოფიციალურად გადმოგვცა ნოტა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების შეთანხმების ძალაში შესვლის პროცედურების დასრულების შესახებ ჩინეთის მხრიდან.
აღსანიშნავია, შეთანხმება საქართველოს და ჩინეთს შორის გასულ წელს დამყარებული პარტნიორობის ფარგლებში მიღებული მორიგი მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია. ორივ ექვეყანა აქტიურად აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიმართულებით, რაც ჩვენი სახელმწიფოებისთვის და ხალხისთვის კიდევ მეტი კონკრეტული ხელშესახები შედეგების მომტანი გახდება,“ - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.