20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
"შერჩევითი მიდგომის შთაბეჭდილებას ტოვებს" - საი-ას თავმჯდომარე "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერების დაკავებაზე საუბრობს

ქუთაისის სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას მწვავე შეფასებები მოჰყვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მხრიდან. ქუთაისში სასამართლომ რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. საია მოსამართლის განჩინების გაცნობას ელოდება.

ანა ნაცვლიშვილი ხელისუფლების მხრიდან არსებულ შერჩევითი სამართალის ნიშნებზე საუბრობს და ამბობს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ არსებული სამართალდარღვევაზე ხელისუფლებას თანაბარი რეაგირება არ აქვს.

„თავისთავად ის ფაქტი, რომ წინა შემთხვევებში, როდესაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ხდებოდნენ მსგავსი ტიპის დანაშაულის ან სამართალდარღვევის ობიექტები სახელმწიფოს მხრიდან ვნახეთ, რომ რეაგირება არ იყო ასეთივე და იყო განსხვავებული და უფრო მსუბუქი მიდგომები, ბუნებრივია, შერჩევითი მიდგომის შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებს,“ - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი.

დღის ამბები