20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
„რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნეს კომპანია" - პრეზიდენტი "რუსთავი 2-ის" გარშემო მიმდინარე პროცესზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი მედიის თავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსთავი 2 ქართული საზოგადოების მონაპოვარია.

გადაცემა არჩევანში სტუმრობისას პრეზიდენტმა სასამართლოში წარმოებულ დავაზე არ ისაუბრა და თქვა, რომ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში ის კომენტარს ვერ გააკეთებს. „პირველ რიგში იმიტომ რომ დავა მეწილეებს ეხება.“ - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

„რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნეს კომპანია, მისი საქმიანობის მომხმარებელი არის ქართული საზოგადოება, შესაბამისად მაღალი ინტერესი, რომ ტელეკომპანია ფუნქციონირებდეს - ეს მაღალი ინტერესი შენარჩუნებულია. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ მედია და მისი დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული,“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

დღის ამბები