„ის რაც დღეს ხდება ეს რუსთავი 2 -ს აძლიერებს, არ ასუსტებს. ეს ასუსტებს ხელისუფლებას და მისი პრობლემაა საბოლოო ჯამში,“ - საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აფასებს.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებლისთვის გია ხუხაშვილისთვის დაუჯერებელია თუ ხელისუფლებიდან ვინმე მონაწილებს ამ პროცესში ამა თუ იმ ფორმით, მას არ ესმის, რა ქვეყანაში ცხოვრობს და არ იცის ამას რა შეიძლება მოყვეს.
„ის ვისაც მიყავს ეს პროცესი, ის პირველ რიგში ხელისუფლებას ებრძვის, ქართულ საზოგადოებას ებრძვის და არა რუსთავი 2-ს. რუსთავი 2 ამ პროცესიდან დაზარალებული არ გამოვა. ის გამოვა უფრო გაძლიერებული, შეიძლება უფრო აგრესიული და დაზარალდება ხელისუფლება და საზოგადოება. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს ვერ ისწავლის, იმას პერსპექტივა ვერ ექნება,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.