არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობს.
„ისტორიამ გვანახა, რომ არც ერთ მთავრობას არ გამოადგა ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში. არავის არ შერჩა ჟურნალისტებზე და მედია საშუალებებზე ზეწოლა. ამან გამოიღო ძალიან ცუდი შედეგი,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.
ეკა გიგაურის განცხადებით, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ირღვევა გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები.
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას გამგეობის წევრის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, იმისთვის, რომ რუსთავი 2 -ს შექმნოდა ფინანსური პრობლემები და ტელეკომპანიის მიმართ წამოწყებულიყო დავა.