ოპოზიციური პარტიები რუსთავი2-თან დაკავშირებით ერთიანი განცხადების შემუშავებას გეგმავენ, რომელსაც ხელს ყველა ოპოზიცური პარტია მოაწერს.
ამის შესახებ განცხადებები ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
„არსებობს წითელი ხაზები, რის შემდეგაც ხელისუფლება ქვეყანას კატასტროფამდე მიიყვანს. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს წითელი ხაზია რუსთავი2-ის საქმე. რუსთავი2-ის თემა არის ის უკანასკნელი წვეთი, რის შემდეგაც შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება ყველაფერზე წავა,“ - განაცხადა ეროვნული დემოკრატების ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ.
საინიციატივო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე კონსტიტუციაში მაჟორიტარული სისტემით არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვების საკითხზე იმსჯელეს.
ოპოზიციას 200 ათასი ხელმოწერა სჭირდება, რომ პარლამენტში შესაბამისი პროცედურები დაიწყოს.