16 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს

საკანონმდებლო ორგანოში "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე, მესამე მოსმენით განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ, ხმაური იყო ჭიჭინაძის კუთხეში, სადაც აქციის ერთ-ერთ მონაწილესა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ხელისუფლებამ კანონის განხილვა შეაჩეროს და მმართველმა გუნდმა დოკუმენტი უკან გაიწვიოს.

პარტია "ევროპული საქართველოს" წევრის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, კანონპროექტის შერბილებაზე საუბარი საზოგადოების დაბნევას ემსახურება.

"ნებისმიერი მოკავშირე, რომელიც შეეცდება ამ კანონის შერბილებაზე მოლაპარაკებების წამოწყებას, ნებისმიერი ოპოზიციონერი, ნებისმიერი სამოქალაქო ორგანიზაცია, ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ამ შერბილების პროცესში შევა, რაც, რეალურად, საზოგადოების დაბნევას ემსახურება, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს გარუსებაში", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

დღის ამბები