16 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" - 11 ამერიკელი სენატორი საქართველოში "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას ეხმაურება

"შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის" - 11 ამერიკელი სენატორი საქართველოში "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ "რუსული სტილის" კანონპროექტი, სასტიკად შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას საქართველოში.

"კენჭისყრა იმ ასობით ათასი ქართველის სურვილის წინააღმდეგ ჩატარდა, რომლებიც დღესაც აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს კანონის წინააღმდეგ. ის გამოყენებული იქნება არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად, არამედ ხელს შეუშლის დემოკრატიის წინსვლას საქართველოში. ამ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და დააზარალებს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებს", - წერია სენატორების განცხადებაში.

დღის ამბები