16 ივნისი 2024,   11:29
ვრცლად
ვენეციის კომისიას ჰქონდა ასეთი დასკვნა, რატომ არ დაელოდეთ ჩვენს რეკომენდაციებს და რატომ დაიწყეთ მსჯელობა, თუმცა ამ რეკომენდაციებს შესაძლოა დალოდებოდა სალომე ზურაბიშვილი - გიორგი ვოლსკი

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზინდეტის ვეტოს დაძლევის პროცედურები, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება. ხელისუფლების ოპონენტები მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას", არ დაძლიონ ვეტო და მას პროცესების საჭირო მიმართულებით წარსამართად ბოლო შანსად აფასებენ.

თავის მხრივ, საკუთარ გეგმებზე უარის თქმას არ აპირებს მმართველი გუნდი, რომელიც კიდევ ერთხელ აფასებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და გამოთქმული შენიშვნების ნაწილს პრეზინდეტისკენ ამისამართებს.

"ვენეციის კომისიას ჰქონდა ასეთი დასკვნა, რომ რატომ არ დაელოდეთ ჩვენს რეკომენდაციებს და რატომ დაიწყეთ ამ თემაზე მსჯელობა, თუმცა ამ რეკომენდაციებს შესაძლოა დალოდებოდა სალომე ზურაბიშვილი, სანამ დაადებდა ვეტოს და გაეკეთებინა გარკვეული დასკვნები ან შემოთავაზებები გარკვეული ცვლილებების თაობაზე, შეიძლება დავთანხმებულიყავით, შეიძლება გაგრძელებულიყო ამასთან დაკავშირებით ბჭობა. აქედან გამომდინარე დაიხურა ეს თემა", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები