16 ნოემბერი 2024,   13:57
ვრცლად
ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ქართული ოცნების" ძალაუფლების განმტკიცებას უწყობს ხელს - ხატია დეკანოიძე

სადავოა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც ცესკოს ეხება - პარლამენტი პრეზიდენტის მეცხრე ვეტოს დასაძლევად ემზადება. ოპოზიციის უმრავლესობა სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას იზიარებს და მიაჩნია, რომ "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივის შედეგად, ცესკოში ერთპარტიული გადაწყვეტილებები იქნება. ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ცვლილებები, პირველ რიგში, სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიაში "ქართული ოცნების" ძალაუფლების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

"ნებისმიერი ცვლილება, რომელიც შეიტანა "ქართულმა ოცნებამ," ეს ცვლილებები, პირველ რიგში, სწორედ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ქართული ოცნების" ძალაუფლების განმტკიცებას უწყობს ხელს. რეკომენდაციები, რომელიც ამბობდა, რომ ჩარევა არ უნდა იყოს ადმინისტრაციული რესურსის, ის, რომ ცესკო უნდა იყოს გამჭვირვალე თავიდან ბოლომდე, ის რომ ოპოზიციის მონაწილეობა უნდა იყოს, სამოქალაქო სექტორის ჩართულობა უნდა იყოს, ეს პრაქტიკულად შეიცვალა იმ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც არის სამართლიანად აღქმული ნეგატიურად პრეზიდენტის მხრიდან," - განაცხადა "ევროოპტიმისტების" წევრმა, ხატია დეკანოიძემ.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას შეფასებით, "სალომე ზურაბიშვილის ყველა ვეტო არის მოტივირებული და მთავარი გამჭოლი ხაზი." მისივე თქმით, პრეზიდენტი ვეტოს ადებს ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესს აშორებს.

დღის ამბები