საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკებებს იწყებენ, ხოლო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ, ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, როგორ აშორებს "ქართული ოცნება" ქვეყანას თავის ცივილიზაციურ არჩევანს.
მისი თქმით, ბრიუსელში 27-28 ივნისს იმ დოკუმენტს წარადგენენ, სადაც მძიმე სცენარები განიხილება.
"იმ ფონზე, როდესაც უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკებებს იწყებენ, კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, როგორ აშორებს "ქართული ოცნება" თავის ცივილიზაციურ არჩევანს, რომელიც შემდეგ უკვე ბრიუსელში გაგრძელდება 27-28 ივნისს, სადაც ძალიან მძიმე სცენარები განიხილება იმ დოკუმენტის თანახმად, რომელიც უკვე გამოსულია. პერსონალურ სანქციებთან, პროგრესის გაყინვასთან და საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტასთან ერთად, მათ შორის, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება უვიზო მიმოსვლა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.