საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს, შეკითხვა, "გამჭვირვალობის" კანონთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენს კონგრესმენმა ბილ კიტინგმა დაუსვა.
"შეშფოთებულნი ვართ "უცხოეთის აგენტების კანონის" შესახებ, რომელიც მიიღეს. ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდან არის გადმოწერილი და ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველთა სრული უმრავლესობის წრაფვას ევროკავშირსა და ევროინტეგრაციისკენ.
ასე რომ ჩვენ სერიოზულად ვაკვირდებით იმას თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამის საპასუხოდ, და მოსალოდნელია, რომ ვიმოქმედებთ.
ევროკავშირი ასევე თვალს ადევნებს საქართველოს გაწევრიანების პროცესს და განიხილავს, თუ რაგავლენა ექნება ამას გაწევრიანების პროცესზე," - განაცხადა ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ენტონი ბლინკენმა.