16 ივნისი 2024,   11:31
ვრცლად
საქართველოში შიდა საქმეებში ჩარევა მათთვის იყო ჩვეულებრივი პროცესი და ახლა არიან გაღიზიანებულები, როგორ გავბედეთ და ვთქვით, რომ ვართ სუვერენული ქვეყანა - გურამ მაჭარაშვილი

კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოხმაურებებს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის მორიგ მცდელობას უწოდებს უმრავლესობა. "ხალხის ძალაში" განმარტავენ, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და იმ კანონს მიიღებს, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

"საქართველოში შიდა საქმეებში ჩარევა მათთვის იყო ჩვეულებრივი პროცესი და ახლა არიან ძალიან გაღიზიანებულები, რომ როგორ გავბედეთ და ჩვენ როგორ ვთქვით, რომ ვართ სუვერენული ქვეყანა და ნუ დაგვაძალებთ იმ კანონის მიღებას, რომელიც არ გვინდა და დაგვანებეთ იმ კანონის მიღება, რომელიც გვინდა. ეს არის ელემენტარული ანი-ბანი დამოუკიდებელი ქვეყნის პრინციპებიდან გამომდინარე და მათთვის როგორც ჩანს, დამტკიცდა ახლა, რომ საქართველო წარმოადგენს რაღაც პროვინციას, კოლონიას, რომ როგორ გაბედავს ახლა ეს, რომ ჩვენ შეგვეწინააღმდეგოს,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები