16 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. საელჩოს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია, რომ შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად.

"გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო. ბედნიერად აღგენიშნოთ თქვენი რთულად მოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დღე. შეერთებული შტატები კვლავაც რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად“, - აღნიშნულია საელჩოს მილოცვაში.

დღის ამბები