20 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
მთავრობამ "რუსთავი 2"-ის საქმეზე კიდევ ერთი შენიშვნა ევროპარლამენტარებისგან მიიღო

ევროპარლამენტარების გზავნილი მთავრობამ უკვე მიიღო. სიდიდით მესამე პარტია ALDE ოფიცილურ დოკუმენტში, რომელიც ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნა საქართველოში დემოკრატიის დონის შემცირებაზე საუბრობს და ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის დროული რეფორმირებისა და სასამართლოს მიუკერძოებლობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. ALDE ჯგუფი მთავრობას საარჩევნოდ მედია პლურასტული გარემოს შექმნას ურჩევს.

ALDE ჯგუფს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს გასულ კვირას ინტერპარტიულმა ჯგუფმა მიმართა.

დოკუმენტში, რომლიც ინტერპარტიულმა ჯგუფმა დიპლომტებს გააცნო ცალკე პუქტად იყო გამოტანილი, რომ მთავრობა რუსთვი 2-ის ხელმძღვანელობის შესაცვლელად ზეწოლას ახდენს.

პოლიტიკური სუბიექტები საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომტებს დამოუკიდებელი მედიის დასაცავად გააქტიურებსკენ მოუწოდებენ.

მედიაპლურარიზმის დაცვის გარდა, ALDE ჯგუფი მოუწოდებს ხელისუფლებას შესაბამისობაში მოიყვანოს კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაყვწეტილებასთან და ეუთოს წინაშე საქართველოს ვალდებულებებსა და რეკომდაციებთან.

ოპოზიციური პარტიის გარდა ALDE ჯგუფში რესპუბლიკური პარტიაც არის გაერთიანებული.

ავტორი: ნატა მახვილაძე

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები