ანაკლიის თემაზე ისევ ურთიერთბრალდებები ისმის. "ლელოს" ლიდერები ხელს ხელისუფლებისკენ იშვერენ და ამბობენ, რომ თავის დროზე პროექტის განხორციელებას ხელი ხელისუფლებამ შეუშალა.
"ქართულ ოცნებას" ანაკლიის პორტში რუსული ინტერესები შემოჰყავს" - აცხადებენ პარტია "ლელოში".
"ნაციონალური მოძრაობაშიც" იმავეს ამბობენ და აცხადებენ, რომ "ანაკლიის პორტი რუსული კონტროლის ქვეშ გადადის"
"გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო რუსული კანონის გამო მოექცა იზოლაციაში დასავლეთიდან არავინ შემოვა, ისევ დასჭირდება, რუსული, ჩინური და ამ მიმართულების ინვესტიციები და ფულის მოზიდვა. მთლიანობაში კი, ანაკლიის პორტი რუსული კონტროლის ქვეშ გადადის. ეს ჩინურ-სინგაპურული კომპანიის და ვითომ ინვესტორის შემოყვანა, ყველაფერი ტყუილია. ისიც ტყუილია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში 51% იქნება,” - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.