16 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
გამჭვირვალობის ქართულმა კანონმა არეულობის ყველანაირი სცენარი გაანეიტრალა - რატი იონათამიშვილი

ფაქტია, რომ "გამჭვირვალობის ქართულმა კანონმა" არეულობის ყველანაირი სცენარი გაანეიტრალა და ამას უკვე კარგად ვხედავთ, – ამის შესახებ "ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანონის წინააღმდეგ სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია წარმოებდა, რაც საზოგადოებაში ლუსტრირებულია.

"კანონი მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის. ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ რეგისტრაციას არ გაივლიან, სინამდვილეში, პოლიტიკური "ენჯეოები" არიან, რომელთაც ადამიანის უფლებების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ისინი ამით ამბობენ, რომ გამჭვირვალობის ეშინიათ და რაღაც აქვთ დასამალი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

დღის ამბები