"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღებით, საქართველო კიდევ ერთხელ დაინახეს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა.
მისი თქმით, თუ "ენჯეო" სექტორის წარმომადგენლები არ დარეგისტრირდებიან მათ დაეკისრებათ ჯარიმის გადახდა და კიდევ ერთხელ მოხდება იმის ლუსტრირება, რომ "ენჯეო" სექტორში შავი ფული ტრიალებს.
"ამ კანონის მიღებით, ჩვენ დაგვინახეს როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც შედგა, როგორც სუვერენული სახელმწიფო. 2 თვის შემდეგ იურიდიულ პირებს, "ენჯეოებს" დაეკისრებათ ვალდებულება, რომ დარეგისტრირდნენ. თუ არ დარეგისტრირდებიან, ამ შემთხვევაში, როგორც ვთქვით, კანონში არაფერი არ წერია. უბრალოდ, ამ შემთხვევაში მოხდება ჯარიმის გადახდა და თუ არ დაექვემდებარებიან კანონს, ეს კიდევ ერთხელ იქნება ლუსტრირება იმის, რომ შავი ფული იყო, არის და იქნება "ენჯეო" სექტორში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.