16 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ სურს, თავისი ნებით, უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში მიიღოს აღიარება - თეონა აქუბარდია

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი" ხვალ საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდება. პარლამენტის თავმჯდომარემ კანონს ხელი უკვე მოაწერა.

იუსტიციის სამინისტრომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2 თვის ვადაში “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრი უნდა შექმნან, რის შემდეგაც, სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაცია სავალდებულო გახდება იმ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ.

თუ ასეთი ორგანიზაციები ერთი თვის ვადაში ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდებიან, მათ იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმებს და თავად დაარეგისტრირებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ეს კანონი, ძალაუფლების შენარჩუნების ავტორიტარული გზაა.

"არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არ სურს, თავისი ნებით, უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში მიიღოს აღიარება. ეს კანონი არის ძალაუფლების შენარჩუნების ავტორიტარული გზა. ამაზე, უკვე დიდი ხანია, ღიად არის შეფასება გაკეთებული. ახლა უკვე პრაქტიკაში ვნახავთ იმ ავტორიტარულ მეთოდებს, რომლითაც "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას აპირებს. ასევე, ვნახავთ წინააღმდეგობას, როგორც სამოქალაქო სექტორის, ასევე მოქალაქეების და მათ შორის, ჩვენი მეგობრების, მიუხედავად ამ ავტორიტარული ცვლილებებისა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

დღის ამბები