16 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
ქალბატონი ჭიჭე ვაშაძის პარტიის წევრია და ეს თუ არ უქმნის მას უხერხულობას, რა თქმა უნდა, არც სირცხვილსა და ტყუილზე ექნება რაიმე განსხვავებული სენტიმენტები - ვიქტორ სანიკიძე მომხდარ ინციდენტზე

ბულინგი და ძალადობრივი მოწოდებები - სიძულვილის ენა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ურთიერთბრალდებების თემაა

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ძალადობრივი კამპანიის უკან "ნაციონალური მოძრაობის" სახეები და მათთან დაკავშირებული პირები დგანან, რაც არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის გუშინ, ვაკის პარკში, ვიქტორ სანიკიძესთან დაკავშირებული ინციდენტით. პოლიტიკური ბრძოლის ასეთი ფორმები კი უმრავლესობისთვის მიუღებელია.

"მონოტონურად, დგანან და იმეორებენ, რუსული კანონიო. მე მათ ვკითხე, თუ რატომ იყო ეს რუსული კანონი და ის ცნობილი პასუხი მივიღე - "იმიტომ". რამდენჯერაც მათთან დიალოგში შევდივართ და ვითხოვთ არგუმენტებს, იხლართებიან და ტყუილებს გვპასუხობენ.

კონკრეტულ შემთხვევას რაც შეხება, ეს ქალბატონი ჭიჭე ვაშაძის პარტიის წევრია და ეს თუ არ უქმნის მას უხერხულობას, რა თქმა უნდა, არც სირცხვილსა და ტყუილზე ექნება რაიმე განსხვავებული სენტიმენტები. ისინი ვითომ გულანთებული ახალგაზრდების სახელით მოქმედებენ და ჩვენ ყოველ ჯერზე უნდა ვამხილოთ ისინი,"- აღნიშნავს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე. 

დღის ამბები