16 ნოემბერი 2024,   14:10
ვრცლად
მხვდება გარკვეული მანქანების ერთი და იგივე კატეგორია - ხმამაღალი სიგნალით, მუქარითა და ყვირილებით ჩამიარა, რასაც ადამიანის ენაზე ფაშიზმი ჰქვია, ხოლო კანონის ენაზე - ადევნება - ნინო წილოსანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, თავის მიმართ გარკვეული პირების ადევნებაზე საუბრობს:

"ამ პატარა ფაშისტურ დაჯგუფებას უნდა, რომ ის, რაც კანონით დასჯადია და ყველანაირი ნორმით მიუღებელია, გაასაღოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ეწეოდნენ - თითოეული ჩვენგანის ბულინგი, მუქარა, შევიწროება, დახვედრები... გუშინ უკვე ადევნებაზეც გადავიდნენ. მხვდება გარკვეული მანქანების ერთი და იგივე კატეგორია, შემდეგ ხმამაღალი სიგნალით, მუქარითა და ყვირილებით ჩამიარა, რასაც ადამიანის ენაზე ფაშიზმი ჰქვია, ხოლო კანონის ენაზე - ადევნება. მთლიანად ეს ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან,"- აცხადებს ნინო წილოსანი. 

დღის ამბები