პარტია "გახარია საქართველოსთვის" პრეზიდენტის ინიციატივას "ქართულ ქარტიას" ხელს არ აწერს. - ამის შესახებ პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს.
"პარტია "გახარია საქართველოსთვის" სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიცირებული, "ქართული ქარტიით" გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე.
რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს", - განაცხადა ბექა ლულუაშვილმა.