"ტელეკომპანია, როგორ დაგეგმავს ტოკშოუს, ან როგორ დაგეგმავს საინფორმაციო ბადეს, ამაში ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, განაცხადა.
ეკა ბესელიამ საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე ისაუბრა.
„კითხვები, რომლებიც ზოგად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არსებობს, უმჯობესია, რომ სასამართლო ხელისუფლებასთან დაისვას. ამ კითხვების ადრესატი პოლიტიკური ხელისუფლება ვერ იქნება, ეს კითხვები სასამართლოსთან. რომელიმე კონკრეტული ტელეკომპანია, როგორ დაგეგმავს ტოკშოუს, ან როგორ დაგეგმავს საინფორმაციო ბადეს, ამაში ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს. თუ ასეთი ჩარევის მაგალითი კონკრეტულად დადასტურდება, ამაზე ვისაუბროთ,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი