16 ნოემბერი 2024,   17:59
ვრცლად
გუშინ ვანო და ნატო, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ღალატი - ირაკლი კობახიძე

გუშინ რაც ვიხილეთ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კონგრესში მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, გუშინ კონგრესში მომხდარი შეიძლება შეფასდეს ღალატად.

“გუშინ რაც ვიხილეთ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი. გუშინ ვანო და ნატო, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ღალატი. ბოლშევიკური ღალატი. სხვა სახელი არ შეიძლება ეწოდოს და ეს ძალიან დასანანი და სამწუხაროა,“ - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, კონგრესმენებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ და “megobari act-ზე“ იმსჯელეს. “შტატები არ დაუშვებს ანტიდემოკრატიული ქმედებების უპასუხოდ დატოვებას და საჭიროა “კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეაჩერებს საქართველოს სვლას რუსეთის ორბიტისკენ,“ - ასეთია მათი მთავარი გზავნილი. სხდომაზე უილიამ კორტნიმ რომელიც საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩია, საქართველოში ვითარება მაიდნის მოვლენებს შეადარა. კონგრესში ე.წ. მოწმის სტატუსით იმყოფებოდნენ ნატალია საბანაძე და ივანე ჩხაიძე, რომლებმაც სანქციები და ვიზების შეზღუდვა მოითხოვეს. მათ ქართულ ოცნებაში მოღალატეები უწოდეს.

დღის ამბები