მმართველმა კოალიციამ, ოპოზიციის მიერ მომზადებული განცხადება, მედიის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიასთან დაკავშირებით, კენჭისყრის შედეგად ჩააგდო. უმრავლესობა ტელევიზიებზე ზეწოლას უარყოფს და რუსთავი 2–ის დახურვის საფრთხის გამო, საპარლამენტო ოპოზიციის შეშფოთებას არ იზიარებს.
ხმაური და დაპირისპირება 2 საათიანი სხდომის დროს, რამდენჯერმე გამეორდა. უმრავლესობამ განცხადებაში მოყვანილი ფაქტები, რომელიც რუსთავი 2–ის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელისუფლების მონაწილეობას ადასტურებს არ გაიზიარა. გოკა გაბაშვილმა დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლაში პირადად ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა და რუსთავი 2–ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საეჭვო ფაქტებზე, პარლამენტის ტრიბუნუდან ისაუბრა.
საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ზეწოლის გაგრძელების შემთხვევაში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება საფრთხის ქვეშა დგება.
ოპოზიციის მოწოდებას, შეწყდეს ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ დაწყებული ზეწოლა, უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
ავტორები: თამარ ბაღაშვილი, მამუკა ჯინჭარაძე, გიორგი მაისურაძე.