16 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
საქართველო ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე წინაა, რაც ერთ რამეზე მეტყველებს - საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები ვითარდება - გიორგი კახიანი ატლანტიკური საბჭოს ინდექსზე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ატლანტიკური საბჭოს ინდექსიც. საქართველო მმართველობის მიხედვით, თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დასახელდა. ახალი ინდექსების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა 25 ივნისისთვისაა დაგეგმილი.

მანამდე კი გამოქვეყნდა თავისუფლების და კეთილდღეობის რუკა, რომელიც 2023 წლის თავისუფლების ინდექსის დეტალიზებულ ანალიზს მოიცავს.

164 ქვეყნიდან საქართველო რეიტინგში მსოფლიოს იმ 45 საუკეთესო ქვეყანას შორისაა, რომელსაც თავისუფალი სტატუსი აქვს მინიჭებული.

საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც უმაღლესი კატეგორია მიანიჭეს. ამ მაჩვენებლით, 2012 წლის შემდეგ, თავისუფლების ხანგრძლივი სარეიტინგო პროგრესით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები ვითარდება.

"ამ მაჩვენებლებით, მოვხვდით უმაღლეს კატეგორიაში. მეტსაც ვიტყვი; საქართველო ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე წინ არის. ეს ერთ რამეზე მეტყველებს, დემოკრატიული ინსტიტუტები საქართველოში ვითარდება,"- აცხადებს გიორგი კახიანი.

დღის ამბები