16 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
“ქართული ოცნების“ მხრიდან ინიცირებული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია და ანტიკონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მე განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებ - თეონა აქუბარდია

“ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი ისევ პოლიტიკური განხილვის თემაა. ცვლილებები ხვალ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება, თუმცა წინასწარ ცნობილია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება და განხილვებში მონაწილეობას არ აპირებს.

ამბობენ, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მანიპულაციური და საარჩევნო მიზნები აქვს.

“ქართული ოცნების“ მხრიდან ინიცირებული კანონპროექტი რომ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია თავად ის ფაქტი მოწმობს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ ორთვიანი პირობის მიუხედავად კანონში ცვლილებებისა დააინიცირა საკონსტიტუციო ცვლილებები და ახლა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იციან რომ მათ არ ჰყოფნით ხმები, კვლავ დაუბრუნდა ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს კანონით ცვლილებებისა იმის, რაც კონსტიტუციით არის აბსოლუტურად სხვაგვარად საყოველთაო უფლებების კუთხით დაწესებული.

ბუნებრივია, რომ ანტიკონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით მე განხილვაში მონაწილეობას არ მივიღებ,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი“ წევრი თეონა აქუბარდია.

დღის ამბები