პოლიტიკური განხილვის თემაა “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტიც - “ქართული ოცნება“ საკანონმდებლო პაკეტს საზოგადოების დაკვეთით ხსნის. უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, რომ მიზანი ოჯახური ღირებულებების განმტკიცება და არასრულწლოვანების მავნე გავლენისგან დაცვაა.
“ქვეყანაში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგია ამ ლგბტ პროპაგანდის და ბუნებრივია ჩვენ მათ ნებას აღვასრულებთ. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი არიან ტყვე თავიანთი პატრონებისა და იმ დამფინანსებლების, დონორების, რომლებიც პირდაპირ ავალებენ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი არ იყოს მიღებული, მაგრამ ჩვენ ყველას სააშკარაოზე გამოვიყვანთ, რომ მათი სახეები ვანახოთ ჩვენს საზოგადოებას თუ ვინ არის მომხრე და ვინ წინააღმდეგი,“ - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.