ტრადიციულად კვირაობით დამყავს-ხოლმე ჩემი 11 წლის ქალიშვილი ცეკვაზე. დღეს, როდესაც ველოდებოდი ფოიეში წუთი-წუთზე ჩემს შვილს , ნაც-აქტივისტი ქალი, მობილურმომარჯვებული დამიპირისპირდა და ალბათ ნახავდით ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას, - წერს “ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, რომელიც შესაბამის ვიდეოს სოციალურ ქსელში გავრცელებას ეხმიანება.
როგორც ზარქუა აღნიშნავს, ქალი, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა, რადიკალი აქტივისტი, ვინმე ქრისტო, აღმოჩნდა, რომელიც თანამზრახველთან ერთად სპეციალურად დეპუტატის დასაბულინგებლად მივიდა.
“ტრადიციულად კვირაობით დამყავს-ხოლმე ჩემი 11 წლის ქალიშვილი ცეკვაზე. დღეს, როდესაც ველოდებოდი ფოიეში წუთი-წუთზე ჩემს შვილს , ნაც-აქტივისტი ქალი, მობილურმომარჯვებული დამიპირისპირდა და ალბათ ნახავდით ამ ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოხტომას, თან რამდენჯერმე გავაფრთხილე, რომ ბავშვს ველოდები ფოიეში (ეგ ნაწილი ალბათ ამოჭრა ) და ნუ მოიქცეოდა ასე, თუმცა სანამ იქ მყოფმა სხვა მშობლებმაც არ მიუთითეს ამ თავხედობაზე და არ გააგდეს, მანამდე არ დამშვიდდა! კადრების ის ნაწილი გამოდო, რაც ამ ყველაფერს არ ასახავს. ეს ქალბატონი აღმოჩნდა რადიკალ-ნაც-აქტივისტი ვინმე ქრისტო, რომელიც თავის თანამზრახველთან ერთად სპეციალურად ამ საქმისთვის იყო მოსული ჩემთან.
აქ უკვე კომენტარიც და რამე საღ მსჯელობაზე, ან მორალზე, ან ადეკვატურობაზე საუბარი ალბათ ზედმეტია, როცა ასეთ უმორალო ხალხს ეხება საქმე! ბოლოს, მაინც მინდა წუხილი გამოვთქვა და აღვნიშნო, რომ ეს ქალი ალბათ შესაბრალებელია თავისი ამ ამორალური საქციელით, ლექსიკით, სიტყვა-პასუხით და ქმედებით… ამიტომ ასეთებზე დიდად ვერც ვბრაზდები!!! დააზეპირებინეს რამდენიმე ფრაზა და დარბიან ასე…“ - წერს ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.