16 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა ევროპარლამენტარებს ირჩევს, 4 საათში ცენტრალური უბნები დაიხურება

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა ევროპარლამენტარებს ირჩევს. ზუსტად 4 საათში, ცენტრალური ევროპის დროით 23 საათზე, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში საარჩევნო უბნები დაიხურება და ცნობილი გახდება, ეგზიტპოლის შედეგები.

ევროპარლამენტის არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. ბოლო წლებში კი მსოფლიოში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რამაც შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს 2024 წლის არჩევნების შედეგებზე.

ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კონფლიქტი გაღვივდა ახლო აღმოსავლეთშიც. დიდი ბრიტანეთი კი ევროკავშირიდან გავიდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში “კონსერვატორთა ალისნსი“ ლიდერობს - ასეთია იქ ეგზიტპოლის შედეგი.

ასევე პირველი პროექცია გამოქვეყნდა სოციალურ მედიაში, ამ ეტაპზე ლიდერობს ევროპის სახალხო პარტია.

სავარაუდოდ მეორე ადგილზე კი გავლენ სოციალ დემოკრატები.

ევროპარლამენტის კამპანიების დირექტორი ფილიპ შულმეისტერი აცხადებს, რომ ევროპარლამენტი ყველა წევრი ქვეყნისთვის გამოაქვეყნებს შედეგებს.

"პირველ რიგში, ევროპარლამენტი გამოაქვეყნებს არჩევნების მონაცემებს ყველა წევრი ქვეყნისთვის, ისევე როგორც ევროპის შედეგებს მთლიანად, სპეციალურ ვებსაიტზე, როგორც კი ისინი ხელმისაწვდომი იქნება 30 წუთზე ნაკლებ დროში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას მონაცემთა შესახებ ამაღამ 23:00 საათამდე, როდესაც იტალიაში ბოლო საარჩევნო უბნები დაიხურება.

შედეგების ვებგვერდი მუდმივად განახლდება დილის 03:00 საათამდე ახალი მონაცემებით, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება. ახლა პოლიტიკური პარტიები, რომლებიც უკვე წარმოდგენილნი იყვნენ გამოსულ პარლამენტში, იმავე პოლიტიკურ ჯგუფებში გადანაწილდებიან, რომლებსაც ისინი ეკუთვნოდნენ,“- აცხადებს ფილიპ შულმეისტერი.

დღის ამბები