ბენი განცმა ისრაელის ომის კაბინეტი დატოვა. ინფორმაციას “სიენენი“ ავრცელებს.
“მთავრობის დატოვება რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა განცმა განცხადებაში.
მანამდე, ბენი განცმა ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, 8 ივნისამდე წარედგინა გეგმა ღაზის სექტორის, მძევლების დაბრუნებისა და არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხებთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში პირობა დადო, რომ თავის პარტიას საგანგებო მთავრობიდან გაიყვანდა.