16 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
ეგზიტპოლის მიხედვით, საბერძნეთში ევროპარლამენტის არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

საბერძნეთში კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ეგზიტპოლის პირველი შედეგები აჩვენებს, რომ მმართველი პარტია “ახალი დემოკრატია“ პირველ ადგილზეა, 28-დან 32 პროცენტამდე შედეგით.

მთავარი ოპოზიციური პარტია მეორე ადგილზეა, რომელმაც ხმების 15.2-დან 18.2 პროცენტამდე მიიღო. ხოლო მესამეზე სოციალისტები არიან, რომელთაც ხმების 10.9-დან 13.9 პროცენტამდე მიიღეს.

BBC-ს ცნობით, ულტრამემარჯვენე, პრორუსული პარტია ხმათა 7,6-დან 10 პროცენტამდე აგროვებს, ხოლო ულტრაკონსერვატიული 2,9 პროცენტიდან 4,9 პროცენტამდე.

დღის ამბები