როგორც ყოველთვის, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები დაპირისპირებულმა მხარეებმა სათავისოდ გაიგეს და მოთარგმნეს. შეგუებული ვართ ამ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების თანდაყოლილ მანკს, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ახლა მთავარია ის, თუ ვინ მოასწრებს ახალ ევროპარლამენტთან ურთიერთობების დალაგებას იმ მეთოდით, რომლითაც, წინა ევროპარლამენტი ნიკა გვარამიას ლამის ქართული დემოკრატიის მამად ასაღებდა.
“როგორც ყოველთვის, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები დაპირისპირებულმა მხარეებმა სათავისოდ გაიგეს და მოთარგმნეს. შეგუებული ვართ ამ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების თანდაყოლილ მანკს.
ახლა მთავარია ვინ მოასწრებს ახალ ევროპარლამენტთან ურთიერთობის დალაგებას - made in Georgia მეთოდით. თუ როგორ მუშაობს ეს მეთოდი, ყველამ კარგად ნახა წინა ევროპარლამენტის მაგალითზე, ნიკა გვარამიას რომ ლამის ქართული დემოკრატიის მამად გვასაღებდნენ.“ - წერს ანჯაფარიძე.