“კურიერის“ ინფორმაციით, პარტია “ახალი“ ბაჩო დოლიძემ დატოვა. თავად დოლიძე, რომელიც “ახალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, ჯერჯერობით მედიასთან არ გამოჩენილა, თუმცა, “კურიერს“ წყარო უდასტურებს, რომ მიზეზი პარტიის თანათავმჯდომარეებთან, ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან არსებული უთანხმოება გახდა.
აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს ნიკა გვარამია.
“ბაჩოს არ დაუტოვებია პარტია, ეს მიზეზი ვერ იქნებოდა, მე, პირადად კარგი და მჭიდრო ურთიერთობები მაქვს ბაჩოსთან. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ბაჩო გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია. თუ გადაწყვეტს, რომ დატოვოს, თავად გააკეთებს განცხადებას და ჩვენს გავაკეთებთ განმარტებას,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.