16 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ამ შედეგებით არ იცვლება პოლიტიკა ევროკავშირში - თეონა აქუბარდია ევროპარლამენტის არჩევნებზე

ე.წ ლიბერალური პოლიტიკის მარცხი ევროპაში - ასე აფასებენ ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს სახელისუფლებო გუნდში.

თბილისში ფიქრობენ, რომ ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში ფუნდამენტურ ცვლილებებს ჩაეყარა საფუძველი.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ყველა ქვეყანაში იმარჯვებენ კონსერვატორ-ნაციონალისტები ანუ ის პარტიები, რომლებიც ფიქრობენ რომ მათი ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესი ყველაზე მთავარია. ოპოზიციაში კი თვლიან, რომ ევროპარლამენტში ევროკავშირის გაფართოების და დემოკრატიის მხარდაჭერის პოლიტიკამ გაიმარჯვა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი“ წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ევროკავშირის მთავარი ღირებულებები არ იცვლება.

“ამ შედეგებით არ იცვლება პოლიტიკა ევროკავშირში, სუვერენიტეტის პრინციპის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და იმ ღირებულებების მხარდაჭერასთან დაკავშირებით რაც არის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი,“- აცხადებს აქუბარდია.

დღის ამბები