16 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ევროპარლამენტში, ევროკავშირის გაფართოების, დემოკრატიის და ქართველი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკამ გაიმარჯვა - გიორგი ვაშაძე

ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები პოლიტიკური დღის წესრიგის სათავეშია, გამონაკლისი არც თბილისია.

"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში ფუნდამენტურ ცვლილებებს ჩაეყარა საფუძველი.

როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, კენჭისყრის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის მხარდაჭერა უფრო მეტად კონსერვატიული ძალებისკენ იხრება. ოპოზიციის თქმით კი, ევროკავშირის პოლიტიკაში არაფერი იცვლება.

ოპონენტები საერთო სურათის და ძალთა განაწილების გათვალისწინებით ხელისუფლების შეფასებებს არ იზიარებენ, აცხადებენ, რომ არჩევნების წინასწარი შედეგებით უცვლელი რჩება მიდგომა, როგორც გაფართოების საკითხის, ასევე უკრაინის მხარდაჭერის და რუსეთის შეკავების მიმართულებით.

"ევროპარლამენტში ევროკავშირის გაფართოების, დემოკრატიის და ქართველი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკამ გაიმარჯვა. ევროკავშირის მთავრობაში იყო შოლცი და მაკრონი და ისინი მთავრობაში რჩებიან.

რაც შეეხება მაკრონის გადაწყვეტილებას, ეს არის ძალიან სწორი, ტაქტიკური გადაწყვეტილება, რათა ლეპეის პარტია საფრანგეთის ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მოვიდეს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ლელოს" წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ არჩევნებში ცენტრისტულმა ძალებმა გაიმარჯვეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ცენტრისტულმა ძალებმა. ევროკავშირში გაფართოების პოლიტიკა გაგრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ევროპული პოლიტიკის სწორედ გაფართოება იქნება. გაგრძელდება უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა და გაგრძელდება რუსეთის შეკავების პოლიტიკა", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები