თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რის შემდეგაც თავდაცვის მინისტრებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები გაფართოებულ ფორმატშიც განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ შეთავაზებულ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფორმატზე.