აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სოფელ ვაშლოვანში ახალ სკოლას და საცხოვრებელ კამპუსს აშენებენ.
ამ დროისთვის დასრულებულია 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის კონსტრუქციის მშენებლობა და მიმდინარეობს კეთილმოწყობის სამუშაოები.
ამას გარდა ოფიციალური ინფორმაციით ხულოსა და 11 სოფელში სრულად განახლდება სანიაღვრე არხები. წყალმომარაგებით მუნიციპალიტეტის ათას 600-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.