16 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
ბაიდენი-მაკრონის განცხადება საქართველოსთან მიმართებით და ორმაგი სტანდარტების მორიგი ბრალდება - შეფასებები საქართველოში

ეს ორმაგი სტანდარტია, რომელიც გამოიყენება საქართველოსთან მიმართებაში - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ასე იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც თეთრმა სახლმა ბაიდენი-მაკრონის შეხვედრის შემდეგ გაავრცელა და რომელშიც ისინი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.

მმართველი გუნდი თვლის, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე საკითხი - გამჭვირვალობა, საქართველოში დემოკრატიას უთხრეს ძირს, ევროპისა და ამერიკისთვის კი ის დემოკრატიის დაცვის ინსტრუმენტი იყოს.

ოპოზიციისთვის ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება კიდევ ერთი დასტურია, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა არ ექნება.

სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა უმრავლესობის ლიდერმაც. მამუკა მდინარაძე სვამს კითხვას - "როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრეს ზუსტად იგივე რამ, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას". უმრავლესობისთვის პარტნიორების კრიტიკა გაუგებარია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მათი თქმით, შტატებსა და საფრანგეთში გაცილებით მკაცრი კანონები მოქმედებს.

ბაიდენი ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილეს დაესწრო, სადაც მას მაკრონმა უმასპინძლა. ერთობლივი განცხადება, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, 8 ივნისს გავრცელდა. ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ ერთგულებას, დგანან ქართველი ხალხის გვერდით, მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში.

 

დღის ამბები