უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიცია უშინაარსო ბოიკოტშია გასული, რადგან ისინი მხარს უჭერენ ლგბტ პროპაგანდას და მისი აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა არ უნდათ.
მისი განმარტებით, ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საპარლამენტო ცხოვრებაში კვორუმი არ შედგება და ამისგან ტრაგედიის შექმნა საჭირო არ არის.
"თვითონ დარბაზში სხედან და კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებენ. მერე უნდათ, განცხადებებში გამოლანძღონ საქართველო და ქართული ხელისუფლება - ესეც უსამართლოა. დარბაზში იყო 73 დეპუტატი და არ ეყო კვორუმს ეს რაოდენობა. საპარლამენტო ცხოვრებაში ასეთი რამ ხდება და ამისგან ტრაგედიას ნუ აქცევთ. პარაზიტი ოპოზიციის ამბავი იკითხეთ, როდესაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს უშინაარსო ბოიკოტს. ისინი უშინაარსოდ არიან გასული ბოიკოტში და იცით რატომ?! იმიტომ, რომ ისინი ემხრობიან ლგბტ პროპაგანდას და მისი აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა არ სურთ", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.