16 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
უკრაინამ ყველაფერი შეასრულა ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებების გახსნისთვის, ივნისში უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინამ ყველაფერი შეასრულა ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებების გახსნისთვის, ივნისში უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად გამართულ, უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა.

ზელენსკის განცხადებით, შეუძლებელია ევროპის გატეხა ზეწოლით, ხელოვნური სკეპტიციზმით ან რაიმე მანიპულაციებით.

"იმის მიუხედავად, თუ როგორ იცვლება ევროპაში პოლიტიკური განწყობები, ფაქტია, რომ ევროკავშირი უკლებლივ ყველა ევროპელს სჭირდება. ყველა ეროვნებას, რომელიც საერთო ღირებულებებს იზიარებს და ერთმანეთთან მშვიდობიანი თანაცხოვრება სურს. უკრაინელები ასეთი ხალხია. ისეთი როგორებიც არიან ჩვენი მეზობელი მოლდოველები, როგორიც ქართველი ხალხი. ბალკანეთისა და სხვა ქვეყნების ხალხი, ვინც პატივს სცემს ევროპასა და კანონის უზენაესობას. აუცილებლად მოვა თავისუფალი და ევროპული ბელარუსის დროც.

უკრაინამ ყველაფერი შეასრულა ევროკავშირში წევრობის მოლაპარაკებების გახსნისთვის. ივნისში უნდა გაიხსნას მოლაპარაკებები. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ეს იმის მტკიცებულებაა, რომ შეუძლებელია ევროპის გატეხა ზეწოლით, ხელოვნური სკეპტიციზმით ან რაიმე მანიპულაციებით," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები