16 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
გაზიარებული ვიდეო წავშალე - არ მინდა, ადამიანები ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ და ცემა-ტყეპა იყოს ქვეყანაში - ირაკლი დათუნაშვილი

დილიდან პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა შალვა პაპუაშვილის განცხადება, რომელშიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლების მხრიდან მუქარებსა და თავდასხმებზეა საუბარი.

ოპოზიცია დაძაბულობასა და ძალადობრივ ფაქტებზე პასუხისმგებლობას კვლავ ხელისუფლებას აკისრებს.

დღეს შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ ადამიანები, რომლებიც თავად შალვა პაპუაშვილს საკუთარ განცხადებაში ჰყავდა მოხსენიებული.

"ჯემნიუსის" თანამშრომელი ირაკლი დათუნაშვილი აცხადებს, რომ ვიდეო, რომელიც გაზიარებული ჰქონდა, წაშლა.

"ეს ვიდეო, უბრალოდ, გავაზიარე. მე ხომ არ გადამიღია? გალაქტიონის ლექსია. ამ 85-მა მონამ ეგრე გვესროლა ტყვია კეფაში და მაგ კონტექსტში გავაზიარე. მერე ეს ამბები რომ ატყდა, წავშალე. არ მინდა, ადამიანები ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ და ცემა-ტყეპა იყოს ქვეყანაში,"- აცხადებს ირაკლი დათუნაშვილი.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები შიშის საფუძველს აჩენს.

​"ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. შალვა პაპუაშვილის ბოლო განცხადებები განსაკუთრებით იძლევა შიშისა და ხიფათის საფუძველს მის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რის გამოც თანავუგრძნობ მას," - აცხადებს კუპრაძე.

დღის ამბები