16 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, ყველას ინტერესებშია, მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში - ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის არჩევნებზე

"განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება, ყველას ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში", - განუცხადა ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბერლინში, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

"იქნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა, არსებითად, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მოვლენების განვითარება ისე, როგორც აქამდე ვითარდებოდა. რაც შეიძლება ითქვას - გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე. ეს არის ერთგვარი დემოკრატიული კრიზისი, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ამ კრიზისს საშუალოვადიან პერსპექტივაშიც გადალახავს. ეს არის ყველას ინტერესებში.

ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება. რა თქმა უნდა, ყველას ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები