16 ნოემბერი 2024,   14:06
ვრცლად
სამარცხვინო ტყუილები ისმოდა თქვენგან... როცა თქვენს კოლეგებს კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ, ტაშს უკრავდით, ამას დაუფიქრდით - შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას

პარლამენტის პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა - იყო მცირე ხმაურიც. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე მომხდარი თავდასხმის შესახებ ისაუბრა და პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. თეონა აქუბარდიას შეფასებით, მმართველი პარტია ახალგაზრდების წინააღმდეგბრუსულ მეთოდებს იყენებს.

"თქვენი განცხადება, რომელიც მინიმუმ არის წახალისება ახალგაზრდა კაცის ზურგიდან მიპარვით ცემის და არის წახალისება, რომელიც თქვენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოაცხადეთ. რაც არ უნდა იძახოთ ახლა აქ, რომ სანქციების არ გეშინიათ, ამ ქვეყანას რასაც მოუტანთ და რაც უკვე მოუტანეთ, ეს ძალიან კარგად იცით თქვენ. მაშინ, როდესაც თქვენს განცხადებაში ლაპარაკობთ, რომ ტერორი, რადიკალიზმი და უბედურება დასავლეთიდან მოდის და თან მეორე მხრივ ამბობთ, რომ ღირსებით ვითომ ევროპისკენ მიდიხართ, ეს არის თქვენი ღირსება - ახალგაზრდა კაცს როდესაც თქვენი განცხადების შემდგომ, თქვენივე ორგანიზებული ჯგუფები ასე უსწორდებიან," - მიმართა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს.

ოპოზიციონერ დეპუტატს შალვა პაპუაშვილმა უპასუხა.

"სამარცხვინო... სამარცხვინო ტყუილები, რომელიც თქვენგან ისმოდა. რა მოწოდებაზე საუბრობთ, არ გრცხვენიათ?! - კონკრეტულად ეს ადამიანი, ორგანიზაცია "სირცხვილია," "jamnews," თქვენს კოლეგებს, როცა კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ, თქვენ ტაშს უკრავდით, ამას დაუფიქრდით!

"jamnews"-ის ჟურნალისტი დეპუტატებს, საჯაროდ, კეფაში ტყვიით ემუქრებოდა, "სირცხვილიას" 2 თანამშრომელი, რომლებიც პარლამენტის წვერებს ურეკავდნენ და მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, "გრასის" თუ "factcheck"-ის თანამშრომელი, რომელიც თავს დაესხა პარლამენტის წვერს და შეურაცხყოფას აყენებდა მას, ვერანაირი განცხადება ვერ ვნახე ამ ძალადობისგან გამიჯვნის. რამდენი ხანია ველი, რომ ევროკავშირის შესაბამისი ფონდი ან ქვეყანა, რომელიც ამ ფონდში ფულს რიცხავს, თუ ევროკავშირის კომისია, რომელიც თავად აფინანსებს ამ ფონდს, ვერცერთი განცხადება ვერ ვნახე ამ ტერორისა და ძალადობის გამიჯვნისა. როდესაც დავინახავთ, რომ უცხოური დაფინანსების მოქმედი ორგანიზაციები არიან ორგანიზატორები ტერორისა, ზიზღის ენისა და შეურაცხყოფისა, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვამხელთ," - უპასუხა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები