16 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
შეუძლებელია იმ დიდი, ეროვნული და მამულიშვილური საქმის დამალვა, რომელიც ისტორიული მნიშვნელობის ხელნაწერის შეძენასა და საქართველოსთვის გადაცემას უკავშირდება - არჩილ თალაკვაძე

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ეს იქნება იოანე ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერი საქართველოში.

მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგანძური უბრუნდება.

"ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მახსოვს, რომ არ უყვარს ქველმოქმედებაზე საუბარი, თუმცა შეუძლებელია ამ დიდი ეროვნული და მამულიშვილური საქმის დამალვა, რომელიც ამ ისტორიული მნიშვნელობის ხელნაწერის შეძენასა და საქართველოსთვის გადაცემას უკავშირდება,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები