16 ნოემბერი 2024,   14:05
ვრცლად
არაფერი არ უხარიათ - ახლაც კი, ბოღმა ახრჩობთ, თუ იციან, რომ ეს ხალხზე კარგ გავლენას ახდენს, გააკეთონ თვითონ, რატომ არ აკეთებენ? - გურამ მაჭარაშვილი უნიკალური წიგნის საქართველოსთვის გადაცემასა და ოპოზიციის კრიტიკაზე

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კრისტის აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ეს იქნება იოანე ზოსიმეს ერთადერთი ხელნაწერი საქართველოში.

ფაქტი დღეს პოლიტიკური განცხადებების საფუძველი გახდა ოპოზიციისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს.

"ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 1993 წლიდან დაიწყო ქველმოქმედება და ეს ხალხმა 2011 წლის შემდეგ გაიგო. ამიტომ ეს მისი სტილია. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მას, რომ ასეთი უნიკალური რამ საქართველოს ექნება.

სამწუხაროდ, ეს ხალხი წარმოადგენს საქართველოს ოპოზიციას - მათ არაფერი არ უხარიათ. ახლაც კი, ბოღმა ახრჩობთ. თუ იციან, რომ ეს ხალხზე კარგ გავლენას ახდენს, გააკეთონ თვითონ, რატომ არ აკეთებენ? ათასი კულტურული ძეგლია აღსადგენი, ან საყიდელია რამე და ჩამოსატანია, ან დასახმარებელია ვინმე... რატომ არ აკეთებენ?" - აცხადებს მაჭარაშვილი. 

დღის ამბები