16 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
სუს-ის ანგარიში პარლამენტში და პოლიტიკური შეფასებები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასული წლის ანგარიშს მმართველი გუნდი და ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. “ქართული ოცნება“ უწყების მუშაობით კმაყოფილია. მათი განმარტებით, სუსი არსებულ გამოწვევებზე ადეკვატურად რეაგირებს.

“ანგარიში მოიცავდა კონტრტერორისტული საქმიანობის შესახებ განხორციელებულ ღონისძიებებს, ანტიტერორისტულ მიმართულებებს. ეს იყო სრულიად აპოლიტიკური ანგარიში, დაფუძნებული ანალიტიკაზე, კონკრეტულ ფაქტებზე, შესრულებული ძალიან მაღალი სტანდარტით და პროფესიონალურად,“-აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე.

განსხვავებულად ფიქრობენ ხელისუფლების ოპონენტები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ არაერთი პრეტენზია აქვთ.

“მთავარი პრობლემა არის ის, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ, რომელიც თუნდაც სუს-ის ანგარიშში ჩანს, არ არსებობს ადეკვატური პოლიტიკა და სტრატეგია მაშინ, როდესაც რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგო სტრატეგია, რომელიც ვალდებულება იყო, ბოლო 3 წლის მანძილზე გაქრა. ესეც “ქართული ოცნების“ პოლიტიკაა, რომ შეეგუოს და თვალი დახუჭოს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე, თუმცა, მტერი უწოდოს იმ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებზეც აქამდე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დადგა,“- აცხადებს თეონა აქუბარდია.

შეგახსენებთ, დეპუტატებმა სუს-ის გასული წლის საკმაოდ ვრცელი ანგარიში უწყების ხელმძღვანელისგან, გრიგოლ ლილუაშვილისგან მოისმინეს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია და მის დამაზიანებელი შედეგები. აქცენტი გაკეთდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოკუპირებულ რეგიონებში გაზრდილ საფრთხეებზეც.

დღის ამბები